|
2021-03-31 00:34:30, 1197 ნახვა
კომენტარი
კრისტიან დანიელსონი - სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი
„სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისები სჭირდება ევროპულ მისწრაფებებს. „იყო საკითხები, რაზეც მიღწეული იყო თანხმობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმასა და ძალაუფლების გადანაწილებას. ეს არის პოზიტიური და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. საქართველოს პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მოვალეობაა მედიაცია, ხოლო საქართველოს ლიდერებმა უნდა მიიღონ კომპრომისები და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე, ევროპულ მისწრაფებებს სჭიდება კომპრომისების, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც მთავრობაშია, იმისთვის რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისისგან. სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ ერთი კვირის მანძილზე და ის გადწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ის გადადგმული“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)