|
2021-03-30 16:21:39, 554 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში, მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
კრწანისის რაიონში, მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდათ. კერძოდ, რეგულარულად მიეწოდებათ სასმელი წყალი, აღარ არის დატბორვის საშიშროება. ამასთან, თავისუფლად გადაადგილდებიან, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ასევე, მსუბუქი და სატვირთო მანქანები. გზის საფართან ერთად, ტროტუარი და ბორდიურებიც მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდა პანდუსები და სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 241 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე პროცესს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. გამგეობა საგზაო საფარის მოწესრიგებას პარალელურად სხვადასხვა მისამართზე აგრძელებს. მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 48 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 65 მისამართზე შეიცვალა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)