|
2021-03-30 14:54:13, 447 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოები გრძელდება
თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში სამუშაოებს განაგრძობს. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით დაიწყო. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩის საგზაო მონაკვეთში, საყრდენ კედელთან უკუშევსების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი წინაღობა, კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი) მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირის ბოლოს, ასევე, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ იქნება შესაძლებლობა, მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყოს. პარალელურად კი გაგრძელდება კვლევის პროცესი. თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას მიმდინარე თვის დასაწყისიდან სწავლობენ. სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პირველადი გეგმა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაც დაიწყო.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)