11:53 - 18 Aug, 2026
|
2015-01-30 23:16:11, 1793 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გიორგი ფ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრში შეიჭრა, 2500 აშშ დოლარი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გიორგი ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სარფში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის დატოვებას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)