00:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 16:04:11, 794 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ბორდიურებისა და ტროტუარების მონტაჟი, სრულდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. გზის მიმდებარედ იწყება ახალი სკვერის მშენებლობა.

 ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

,,ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა KFW-ის პროექტით იქნა მოწყობილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics