|
2021-03-26 19:53:56, 766 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის
„ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მედიატორის კიდევ ერთხელ ჩამოსვლა არის შანსი, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს. „ჩვენ აუცილებელი ამოცანა გვაქვს, რომლისთვისაც ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ და მიუხედავად ასეთი საქციელისა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური კაპიტალი ჩაიდო ამაში, პრეზიდენტი მიშელის და მერე მედიატორი, იმ საქციელის თვალსაზრისით ივანიშვილის მხრიდან, კატასტროფის შემდეგ, რაც წინა რაუნდზე ვიხილეთ, მაინც ჩამოდის. ეს არის კარგი, იმიტომ, რომ იძლევა შანსს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარ ვიცით, რომ წარმატებას ექნება ადგილი, მაგრამ ეს შანსი ყველა ვარიანტში უნდა გამოვიყენოთ. მე ზედმეტად კი არ ვფრთხილობ, მართლა ასე ვუყურებ ამ ვითარებას. ამის შანსი რა თქმა უნდა არსებობს. ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის და ეს კარგია, ოღონდ ეს არ არის გარანტია და ჩვენ გვინახავს, როგორ შეტოპავენ ხოლმე ოლიგარქები ისე, რომ მერე გამოსვლა შეუძლებელი ხდება მათთვისვე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)