|
2021-03-24 11:25:23, 732 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ვაშლიჯვრის ფერდობზე სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს
ვაშლიჯვრის ფერდობზე დამონტაჟდება სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არანაირი ცვლილება მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლირებადია და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე დასძინა, რომ ვაშლიჯვრის ფერდობის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი“, - დასძინა თბილისის მერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)