|
2021-03-23 13:11:27, 499 ნახვა
საზოგადოება
გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვიც ექნებათ
გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის ფეხბურთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის სემდეგ გადაადგილების საშვი ექნებათ. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნულ მატჩე მაყურებელთა 30% იქნებ დაშვებული. „ფეხბურთის მატჩი დაგეგილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება შესაბამისი ფედერაციებისა და tiket.ge-ის გვერდზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაიწყება ბილეთების გაყიდვა, რომ გულშემატკივარმა შეძლოს აღნიშნულ მატჩებზე დასწრება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)