|
2021-03-19 12:10:08, 843 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი - ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორი
ეროვნული არქივი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩეთბოტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” ერთობლივი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები შექმნიან. ნიკო ნიკოლაძის დასრულებული ციფრული ენობრივი ასლი ინტეგრირდება ვებგვერდზე nikonikoladze.ge და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მასთან გასაუბრებას. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნული არქივი გადასცემს კომპანია „ჯეპრას“ არქივში დაცულ ფოტოებს, რომელსაც ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები ჩეთბოტის სრულყოფისთვის გამოიყენებენ. უნიკალური ფოტოები ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)