|
2021-03-19 10:27:33, 596 ნახვა
კომენტარი
ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე - ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია
ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს განმეორებითი ღრმა კვლევები მომდევნო 24 საათში ჩაუტარდება. „პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ შემდეგ 24 საათში. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, ეს ნიშნავს რომ აპარატთან სინქრონშია, წნევა ხერხდება 3 მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება“, - განაცხადა ლალი ტუძელაძემ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)