|
2021-03-19 01:57:07, 608 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო მზად
„მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო მზად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პრიორიტეტი მიანიჭა პარტიულ ინტერეს და არა მოქალაქეებისას. „საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმებს მისაღწევად. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომელის მათი პარტიებისთვის იყო მნიშნელოვანი და არა მოსახლეობისთვის. ამას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადება, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საკითხი. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს, ეს დრო ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო დაკარგული და ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე რაც საქართველოსა და ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოებული და მომავალში თუ ოპოზიციას ამის სურვილი ექნება ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო. ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ორმა მილიონმა ადამიანმა პოლიტიკურ პარტიებს პასუხისმგებლობა დაუწესა, ხოლო ვინ სცაპატივი ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და ვინ არა ეს ცხადია. ოპოზიციას სრუს, რომ დავთმოთ ის, რასაც არასდროს დათმობდნენ თავად და არ სურთ იმის დათმობა რაც რეალურად არც ეკუთვნით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)