06:13 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 00:47:02, 667 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - შეთანხმება ვერ შედგა და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“

„შეთანხმება ვერ შედგა და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიოგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის სრულად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყნაშია.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ საათიანი მუშაობის შედეგად ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას და ვერც ევროპული სტანდარტი.

ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია.  ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ არის სრულად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყნაშია.

დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics