21:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 11:09:50, 362 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

აღნიშნულის მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, რაგბის კავშირის წესდების მიხედვით, ყრილობაზე წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) დამტკიცებული საკითხები უნდა განხილულიყო. თუმცა ასე არ მოხდა – განიხილეს ზოგიერთი ისეთი საკითხიც, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.

პროცედურული დარღვევების გამო, რეესტრმა პრეზიდენტად ტყემალაძეს რეგისტრაციის პროცესი შეუჩერა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის 30 დღიანი ვადა  მისცა.

ცნობისთვის, რაგბის კავშირის განმეორებითი არჩევნები მიმდინარე წლის 10 მარტს გაიმართა, სადაც ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო. ტყემალაძემ 42 ხმით გამარჯვება მოიპოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics