21:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 10:53:03, 361 ნახვა

საზოგადოება
​საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი მოქალაქეებს მემკვიდრეობის და სამკვიდრო მოწმობის გაცემის სერვისს სთავაზობს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განმარტავს, რომ ყველა ის სარეკლამო განცხადება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამკვიდრო მოწმობების გაცემას,  წარმოადგენს მოქალაქის  შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ვინაიდან ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მხოლოდ ნოტარიუსის კომპეტენციას განეკუთვნება.  შესაბამისად,  სხვა  კერძო და იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილნი, აწარმოონ სამემკვიდრეო საქმე და გასცენ სამკვიდრო მოწმობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც მემკვიდრეობის, ასევე ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი გასცემს სრულყოფილ და ამომწურავ კონსულტაციას.

შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს  მოქალაქეებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კონსულტაცია  გაიარონ მხოლოდ ნოტარიუსებთან ან მიმართონ

ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზს: 2 206 776; 2 206 777. ზარი უფასოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics