|
2021-03-16 19:53:08, 630 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
„ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელში ჟოზეფ ბორელის განცხადებები დიმპლომატიური, თუმცა მკაფიო გზავნილი იყო. „მე ამ დიალოგის განახლებისთანავე ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღესაც იმედი მაქვს, რომ თუ პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისები გაკეთდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელისა და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. ხაზს გავუსვამ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილს, რაც მოვისმინეთ. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც სამართლიანს. მან ასევე გააკეთა დიპლომატიური, მაგრამ მკაფიო გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით, თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)