|
2021-03-16 14:48:57, 454 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოსთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მეგობრები აქციას მართავენ
მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ სასჯელი უნდა გამოცხადდეს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ბიძინა სტურუა - შე მონა“ - ამ ტრანსფარანტებით ადგილე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკებილნი. ამასთანავე, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა. ცნობისთვის, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული 2 არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც მოსამართლე ბიძინა სტურუა სასჯელის ზომას განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლო რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვნები, ა.ქ და ზ.ხ დამნაშავედ ცნო და სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)