10:16 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 14:15:17, 531 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ქვეყანას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, სადისტური მიდგომების მქონე კობახიძე და ღარიბაშვილი მართავენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და სადისტური მიდგომების მქონე კობახიძე და ღარიბაშვილი მართავენ.

როგორც ის აღნიშნავს, ამიტომაა აუცილებელი, რომ რიგგარეშე არჩევნებს გზით ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოშორდნენ მსგავსი ტიპის ადამიანები.

„მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი გამოხტომები ძალიან არაკონსტრუქციულია. მეორე ის, რომ მიზნად ისახავს ჩაშლას, ან კიდევ საკუთარ მაყურებელზე გათვლილია, რომ მაგარი ბიჭები არიან, ან დავალებით მოქმედებს. კობახიძე და ღარიბაშვილი, ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და სადისტური მიდგომების ადამიანები, მართავენ ქვეყანას, რაც სახიფათოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ამიტომ არის პრინციპული რიგგარეშე არჩევნები, რომ სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანები მშვიდობიანად ჩამოშორდნენ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics