|
2021-03-15 17:29:28, 554 ნახვა
საზოგადოება
წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ყოფილი საერთო საცხოვრებლის კორპუსებში მცხოვრები დევნილები, წლებია, კუთვნილი ფართების დაკანონებას ითხოვენ, თუმცა, პროცესი დღემდე ჭიანურდებოდა. მინისტრის მოადგილეებმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა მოისმინეს ადგილობრივი დევნილებისა და კოლეჯის დირექტორის მოსაზრებები, როგორც საცხოვრებელი ფართების დაკანონების, ისე საერთო სარგებლობის ფართების გამიჯვნის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში განიხილავენ საერთო სარგებლობის ფართების გამიჯვნის საკითხს, რის შემდეგაც, მალევე დაიწყება დევნილების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურები.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)