18:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 17:30:18, 588 ნახვა

სამართალი
ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე შსს-ში მივიდნენ

„ტელეკომპანიას პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან ერთად მივიდნენ.

როგორც უწყებაში შესვლამდე ნოდარ მელაძემ განაცხადა, მათი როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების ლიკვიდაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.

„ჩვენზე თავდასხმა და გამომძიებელი ჟურნალისტების განეიტრალება დღეს იმ საჯარო მუქარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შედის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესში. ჩვენ მუქარები მივიღეთ მათი ოჯახის უსაფრთხოების სამსახური მაღალჩინოსნის მხრიდან“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა მაკა ჩიხლაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აინტერესებს დაიკითხა თუ არა საქმის ფიგურანტი ლევან მამალაძე.

„მართლა მაინტერესებს ლევან მამალაძე თუ დაკითხეს და რას ეყრდნობოდა ის, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, იმიტომ, რომ ჩვენი დაკითხვით რეალურად ბევრს ვერაფერს მიიღებენ“, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება „იმედის" ეთერში ლევან მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, სადაც მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics