|
2021-03-14 14:49:30, 524 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი სტეფანე - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს ჭყონდიდში მომხდარის გამო შენდობა ითხოვონ
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ყველამ და მათ შორის სასულიერო პირებმა, ვინც ჭყონდიდში მომხდარ უაზრო ქმედებებში მონაწილეობდა შენდობა უნდა ითხოვონ. მისივე თქმით, ყველა მათგანი თავიანთ მოძღვრებთან უნდა მივიდნენ და მათ სთხოვონ შენდობა. „ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა, მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თვითონ თავის თავს მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, ეგ თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)