|
2021-03-13 16:16:14, 838 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია სარია - ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან
„ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან თავიანთი განცხადებებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია წერს. მისივე თქმით, ნიჭი ადამიანს მიეცა განვითარებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის, ჩვენმა ქვეყანამ კი უკუღმა გაიგო. „ტალანტის, ფულის და ნიჭის საკითხი მღვდელმთავრებმა ყველაზე უკეთესად მოირგეს, მაგრამ მღვდლებსა და მრევლს ეუბნებიან ამაზე არ იფიქროთ თორე დაიღუპებითო. ჩვენი ქვეყანა დამახინჯებული სწორედ ამიტომ არის. ნიჭი ადამიანს მიეცა განვითარებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ კი უკუღმა გაიგო და გვეუბნებიან: ტანჯვაც ბედნიერება არისო... ყველა ერთად როდესაც დავდგებით განვითარების გზაზე მაშინ ეშველება ყველა დარგს. ჩვენს ქვეყანაში ეპისკოპოსები და მინისტრები ცხოვრობენ კარგად, დანარჩენებს მოხერხებულად დაგვცინიან თავიანთი განცხადებებით. ნიჭი არ დავმარხოთ, ნიჭი გავაორმაგოთ და ვუშველოთ ჩვენს განადგურებულ ცხოვრებას! შვეიცარიის მაგალითზე შეიძლება ამის სწავლა. როდესაც მიხვდნენ სად იდო კეთილდღეობის გასაღები, სწორედ მანდ ჩადეს ინვესტიცია. ეს არის განათლება და ერის განვითარება“, - წერს მამა ანდრია სარია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)