|
2021-03-13 10:29:36, 613 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, გერალდ ჰიორმანი. მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს. ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)