11:17 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 09:56:27, 519 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს ხვდება.

შეხვედრას ესწრებიან „ევროპული საქართველოს“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ასევე „გირჩისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამასთანავე, მან გამართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, კერძოდ, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამასთანავე, გუშინ ის შეხვდა „ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ბლოკის „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics