|
2021-03-12 17:50:07, 762 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე აუდიოჩანაწერებზე - ეს არის „ჰეითერობა“, რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილია
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შავი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. თალაკვაძის აზრით, მსგავსი ქმედება არის „ჰეითერობა“ რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილია. „სააკაშვილის ხელწერა, რომ იყო უკანონო მოსმენები და უფლებების დარღვევები ეს ახალი არ არის. დღეს არ ვაპირებ თქვენთან კიდევ დავკარგო ამაზე დრო. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება თავისთავად არის საფრთხე, რომ ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, მომავალშიც გამოიყენებდნენ მათ მიერ ჩაწერილ უკანონო ჩანაწერებს სხვების წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა ჩანაწერების საშუალებით. ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ადგილი ჰქონდა შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილი წინააღმდეგ. ეს არის „ჰეითერობა“ და ეს თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)