|
2021-03-12 13:20:36, 446 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მოლაპარაკებები მისასალმებელია, ჩვენი მხრიდან არის კომპრომისები, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები"
თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტისა და პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროკავშირის მედიაციის პროცესის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებები, დიალოგი, საუბარი ნორმალურად, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება - მმართველი პარტია და ოპოზიცია ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები მოხდეს. ეს ყველაფერი მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები" და ამაზე საჯაროდაც გვისაუბრია", - განაცხადა კახა კალაძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები უკვე გამართა. კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის მიზანი ყველა პარტიის ლიდერთან ერთად, პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვაა.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)