|
2021-03-11 17:08:39, 569 ნახვა
კომენტარი
ვატო წერეთელი ხელისუფლებას - გამორიცხულია „ტვ პირველი“ ჩააქროთ და ქვეყანაში ჩვენი ხმა არ ისმოდეს
„ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, რომ შემოვიდნენ „ტვ პირველში“, რათა ტელეკომპანიამ შეწყვიტოს მაუწყებლობა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, ვატო წერეთელმა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. „მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ „ტვ პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი, ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება, რადგან დღეს სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით „ტელეკომპანია პირველში“, ეს არის პროკურატურის განაჩენი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და „ტელეკომპანია პირველი“ აღარ იყოს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)