|
2021-03-11 15:35:11, 674 ნახვა
კომენტარი
ლევან იოსელიანი - ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა
„ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა“ - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. იოსელიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის შესახებაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოძიების ჩანაწერების მოპოვებაზე დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. „სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად. ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და მედიაში შესაძლო შეჭრას, თუ შესვლას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე. ეს მიუთითებს, რომ შინაარსზე გამოძიების დაწყების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)