|
2021-03-11 14:45:54, 477 ნახვა
კომენტარი
DI - სასამართლოს განჩინება „ტვ. პირველიდან“ ჩანაწერების ამოღების შესახებ, სიტყვის თავისუფლებას არღვევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინდექსი-საქართველოს“ განცხადებით, სასამართლოს განჩინება „ტვ პირველიდან“ გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კონვერტი, რომლის ტელეკომპანიიდან ამოღების უფლებაც პროკურატურას მიეცა, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციის წყაროს ვინაობას ან მინიშნებას მასზე. მათივე თქმით, მიუხედავად ამ საფრთხისა, მისი განეიტრალებისთვის რაიმე კონკრეტული დათქმა მოსამართლეს არ განუსაზღვრავს თავის განჩინებაში. „გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). სწორედ ამიტომ მისი განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)