|
2021-03-11 13:16:47, 496 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას სჭირდება, გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რათა მოლაპარაკების ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს
ოპოზიციას სჭირდება, გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რათა მოლაპარაკების ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური მხარეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს ქვეყანაში ვიზიტისას საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ. „მოლაპარაკებები იმის მოლაპარაკებებია, რომ სწორედ ამ დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ მხარეები მედიატორს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობენ, მნიშვნელოვანია, შეეცადონ ის თემები და სფეროები იპოვონ, სადაც მხარეებს საერთო ხედვა ექნებათ. ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რა იქნება შეთანხმების საგანი ძალზედ ძნელია და არასასურველი მოლაპარაკებებისთვის. წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს გულწრფელად მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ის ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)