20:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 17:23:52, 542 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის ბიძა განაჩენზე - 9 თვიანი შოუ დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი აბსოლუტურად ობიექტური იყო.

როგორც ის ამბობს, ამ განაჩენით დასრულდა 9 თვიანი შოუ, როდესაც ბრალდებულები ცდილობდნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რომ უდანაშაულოები იყვნენ.

„განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყოს ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავე პირების დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ეს აისახა სწორ სასჯელში. ეს 9 თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. არც ერთი პირი ტყულად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics