|
2021-03-09 15:47:13, 652 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „ენკამ“ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა დააფინანსოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის„ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს. პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინვესტორი კომპანიის მხრიდან მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღებასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. „რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ არც ინვესტორის ინტერესები დაზიანდეს და არც ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობდეს გარკვეული შეთანხმების პლატფორმა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ადგილზე წარმოადგენს საპროტესტო მოძრაობას - მზად ვართ, რამდენიმე კონკრეტული ფორმატი შევქმნათ იმისთვის, რომ ნებისმიერი კვლევა, თუ საჭიროა, მოხდეს მისი რევალიდაცია, მოხდეს გადახედვა, მაგრამ ისე, რომ პროცესი არ დაირღვეს. ვფიქრობთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა გამოაცხადოს და დააფინანსოს, მეტიც, ვფიქრობთ, ამ პროექტების და პრიორიტეტების შერჩევასა და ამ სახსრების მართვაში უნდა ჩაერთოს უშუალოდ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, ის ადამიანები, ვინც დღეს ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან ალბათ, ბოლომდე ვერ ხედავენ იმ სიკეთეს, რომელსაც ადამიანებისთვის და არა ზოგადად მხოლოდ მაკროეკონომიკურად მოიტანს „ნამახვანი ჰესი". ამაზეც ვაწარმოებთ კომპანიასთან მოლაპარაკებას და მალე ეს საკითხიც ცხადი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)