|
2021-03-09 15:47:00, 490 ნახვა
საზოგადოება
დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიცმეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად,7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 9 მარტიდან დაიწყო და 31 მარტისჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებში და შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიიღება:
ბიზნესგეგმისა გამოგზავნაშესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)