|
2021-03-09 12:32:11, 472 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ შემსუბუქებებზე იყოს საუბარი. „იცით, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როცა ჩვენი ვიყავით თითქმის 75%-ზე ასულები და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით ეს არის 43%, რაც ძალიან ცუდია. გთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ პირბადე ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ და უკვე შესაძლებელია თუ ამ ტიპის და ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. იცით, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავიყვანეთ, ქვეყანაში ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)