14:08 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 13:55:26, 702 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს

ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებში სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე არ მიიყვანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ მოგონილი საბაბით მოლაპარაკების ჩაშლის შესაძლებლობას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, უფრო პირიქით, ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები თუ იქნება, წარმოადგინოს სხვა ლიდერები, მაგრამ ამასთანავე, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics