08:39 - 20 Aug, 2026
|
2021-03-07 13:19:48, 575 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, ის უნდა გადადგეს
„მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, ის უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიცია. „ოპოზიციამ უნდა შეათანხმოს პოზიცია. ჩემს აზრს ვიტყვი - ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის რანგში არ არის სიცოცხლისუნარიანი პროექტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს და არც ის მიმაჩნია, რომ მასთან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები. თუმცა, მოლაპარაკებები, თავისთავად, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ასე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)