|
2021-03-06 11:49:24, 1334 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ყარაბაღის საკითხზე ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. "მოხარული ვარ, რომ დღეს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ვესაუბრე. სომხეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განგრძობადი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად" - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ისა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)