|
2021-03-05 15:11:03, 479 ნახვა
კომენტარი
თამარ ბარკალაია: შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ
საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა. ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას. ოქმი ითვალისწინებს შშმ პირთა ინდივიდუალური საჩივრების განხილვას, კონვენციის უხეში, სისტემატური დარღვევის შემთხვევებში, საიმედო მტკიცებულებების გამოკვლევასა და რეკომენდაციის მიღებას. „დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატურ ოქმს მხარი დაუჭირა და მისი რატიფიცირება მოხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შშმ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკუთარი უფლებების აღდგენას ვერ მოახერხებენ, მათ საერთაშორისო დონეზე გაეროს შშმ პირთა კომიტეტში საკუთარი უფლებების აღდგენა შეეძლებათ. ჩვენ ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებენ ზოგადად ადამიანის უფლებებს და კონკრეტულად კი შშმ პირების უფლებებს. ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას, მათ სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მონე პირთა უფლებების კონვენცია“ ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა, ასევე, რატიფიცირებული იქნა კონვენციაც, თუმცა ოქმის რატიფიცირება არ მომხადარა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)