|
2021-03-03 16:05:47, 550 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს
ოპოზიცია ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს მათ შორის აქციების ნაწილში. გუშინ განვიხილეთ, რომ მოხდეს აქციების ფორმის მოდიფიკაცია იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკების ჩაშლის. ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის. მცირე საპროტესტო ღონისძიებების, რომლებიც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და პოლიციასთან, მოდიფიკაციას განვიხილავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)