|
2021-02-28 14:21:15, 1239 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა
მიანმარში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ადგილზე არიან დაჭრილებიც. შეგახსნებეთ, რომ მიანმარში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ ფაქტმა 100 000-ობით მოსახლე გამოიყვანა ქუჩაში და მიანმარში საპროტესტო აქციების უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი სამხედრო გადატრიალებას გმობს და დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს. ”მიანმარი ბრძოლის ველს ჰგავს”, - აღნიშნა პირველმა კათოლიკურმა კარდინალმა, ჩარლზ მაუნგ ბომა Twitter- ზე. როგორც ცნობილია ამ დროისთვის დაშავებული ადამიანები კლინიკებში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)