00:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 20:57:10, 725 ნახვა

სამართალი
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ.

დღეს სასამართლო პროცესზე მოსამართლე, ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

სამივე დაკავებულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარედგინათ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics