|
2021-02-25 17:11:40, 581 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას ადვოკატი - სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა განაგრძო
„სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი ცნო დაუშვებლად“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს სამი დღეს დასჭირდა იმისთვის, რათა „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნება ჩამოეყალიბებინა. „როგორც მოსალოდნელი იყო, სააპელაციო სასამართლომ განაგრძო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგით სვლა და ჩვენი საჩივარი ცნო დაუშვებლად იმიტომ, რომ თითქოს კანონი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ განეხილა ჩვენი შუამდგომლობა. ჩნდება მარტივი შეკითხვა - სამი დღეს რისთვის დასჭირდათ? ეს სამი დღეს დასჭირდათ იმისთვის, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნება ჩამოეყალიბებინა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. შეგახსენებ, რომ ნიკა მელიას ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)