|
2021-02-25 12:21:48, 650 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია დადებითი მუხტის შენარჩუნება - ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ველოდებით
მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს დადებითი მუხტი და არ გაუარესდეს ეპიდვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც დღეიდან შემსუბუქდა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ელოდება და მოითხოვს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბიზნესისგან. „სასტუმროებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაიხსნან, ნებისმიერ დროს მოემზადონ, იმიტომ რომ თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება, კლიმატური პირობები არ უწყობს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ უწყობს ხელს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში. რაც შეეხება რესტორნებს, 1-ელი მარტიდან აჭარაში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში შიდა სივრცეები გაიხსნება და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოვამზადოთ ეს დარგი გახსნისთვის. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა, რკინიგზაც განაახლებს და გამოაცხადებს თავის მარშუტებს. მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს, დადებითი ტალღა შენარჩუნდეს და არ გაგვიუარესდეს ეიპდვითარება, ამიტომ ისევ და ისევ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)