|
2021-02-23 20:51:20, 551 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს
„მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლასას თავისი ფასი გააჩნია. „შევეცდები, შეფასებაში რბილი ვიყო. ცინიკურია ღარიბაშვილის ეს განცხადება, ერთი ხელით ადამიანი გვთავაზობს, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრე იყო დღეს საქართველო და მსოფლიო , რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში. ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ იმ პირობით, რომ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი. ეს ფასი არის ქვეყანაში ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)