|
2021-02-23 12:08:21, 464 ნახვა
კომენტარი
„უფლებები საქართველო“ - ნიკა მელიას დაკავებისას სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს
„უფლებები საქართველოს" განცხადებით, დღეს ნიკა მელიას დაკავების მიზნით ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისას სამართალდამცველებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. „უფლებები საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს დახურულ სივრცეში აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის გამოყენებას. „ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა კანონისმიერი საფუძვლით მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან პარტიის კომპიუტერული სერვერის ამოღება. ხელისუფლების მიერ ამ მასშტაბის და ფორმის სპეციალური ოპერაციის ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. „უფლებები საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და განაახლოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, კონფლიქტის დეესკალაციისთვის მშვიდობიანი ნაბიჯები გადაიდგას ასევე თავად ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. „უფლებები საქართველო" მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მოქალაქეს და აქტივისტს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაუშვან პროცესის შემდგომი ესკალაცია და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, დაიცვან საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული და გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. უფლებები საქართველო განაგრძობს განვითარებული მოვლენების დაკვირვებას და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაკავებულ აქტივისტებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს და მედიის წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)