20:33 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 11:48:08, 546 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაციის შეტანა პროცესში

ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაციის შეტანა პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავებით სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება აღსრულდა.

მანვე დასძინა, რომ სამართალდამცველებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს საკუთარი მოვალეობა.

„როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრგიზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე თავდასხმა ნორმალურია და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შსემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.

სახლმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსისმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვეაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ, სრულიად გამჭვირველად ჩატარდა დაკავება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics