|
2021-02-22 23:22:33, 568 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი
„პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. „კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე სამუშაოს ეწევიან პოლიციელები. თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებებში და აშ.. ყველგან. ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე. ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ. პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი. რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, წეღან ვახსენე, რომ ბატონ ვახტანგთან მქონდა საუბარი ამის თაობაზე. მას აქვს იდეები, რომელიც საჭიროებს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას და მე მზად ვარ, რომ მის უწყებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო და დავიწყოთ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)