21:40 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:14:22, 438 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას მიუღებელს უწოდებს

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორია არის ტკივილი და ამ ტერიტორიის დაკარგულად მოხსენებას, საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება.

„როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, ჩვენთვის ერთ-ერთი პარტიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, რომ შეასრულოს ფასილიტატორის როლი, ვფიქრობ, ცოტა გასაკვირია, რადგან ამ როლს, საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის აშშ-ის ელჩი და ევროკავშირის ელჩი, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი ხდება, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, მისი განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო, რომ თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ, აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადება. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, განვეწყობით ამგვარად, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს, ამას საქართველოს მოსახლეობა და საქართველო არასდროს შეეგუება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics