|
2021-02-21 20:44:47, 384 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ. „სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. განახლდა საპატრულო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა და ავტოპარკი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)