00:02 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 15:22:33, 646 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ის, რაც ოპონენტებისგან გვესმის არა მოლაპარაკებების შემოთავაზება, არამედ ულტიმატუმია

ის, რაც გვესმის ოპონენტებიდან, ეს არ არის მოლაპარაკებების შეთავაზება, ეს არის ულტიმატუმი, თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე და განმეორებითი არჩევნების ჩატარება არა კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებს, არამედ სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს.

„მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწვევთ ყველას, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ჩავატაროთ ან რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს. არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დამყარებული იქნეს ნებისმიერი ოპონენტის, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე. რაც გვესმის ოპონენტებიდან, ეს არ არის მოლაპარაკებების შეთავაზება, ეს არის ულტიმატუმი - თქვენ წადით, ვინაიდან ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, არ მოგვწონს მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და უნდა მოხდეს ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს. ასე ვერ მოხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics