00:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 12:35:32, 549 ნახვა

პოლიტიკა
​„მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ

„მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ელოდნენ, რომ მმართველი გუნდი პრემიერის თანამდებობაზე წარადგენდა კანდიდატს, რომელიც პროცესებს მოლაპარაკების მაგიდაზე გადაიტანდა, თუმცა ღარიბაშვილი ამ მიზნისთვის არაა.

„ღარიბაშვილი პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება, რა თქმა უნდა, მის ქმედებებსა და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ამ ქვეყანაშ. მოველოდი, რომ „ქართული ოცნება“ ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს დაამშვიდებდა და ყველაფერს მოლაპარაკების მაგიდასთან დაგაიტანდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ არის ამ მიზნის მისაღწევად.

ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის გასვლია და არც გაუვა, ვერც ღარიბაშვილს და ვინც არ უნდა იყოს ის. შეუძლებელია ამ ქვეყანაში რეპრესიების ჩატარება ვინც სცადა ამის გაკეთება, იმან რა პოლიტიკური ფასიც გადაიხადა ყველამ ვიცით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დაასახელა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics